სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-შემფასებლის პოზიციაზე ქ. მარნეულში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
- ოქროს (ძვირფასი ლითონების), ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
- საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
- სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
- კომუნალური გადახდების განხორციელაბა;
- კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სხვა მოთხოვნები :
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “უნივერსალური მოლარე-შემფასებელი - მარნეული".