პერსონალურ მონაცემთა დაცვა

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ-ს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით, თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით; კერძოდ, თქვენთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და თქვენი უფლებების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით. განცხადებების მიღება წარმოებს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ოფიცერი მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაგცემთ პასუხს.

ოფიცრის მონაცემები:
გიორგი შერმადინი
Email: [email protected]
ტელ.: 511 155 154

 კონფიდენციალურობა

ზოგადი დებულებები:

  1. თუ თქვენ იყენებთ ჩვენ მომსახურებას იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს (შემდგომში - პირობები), ამასთან თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი სერვისით (მათ შორის დატოვოთ პირადი კაბინეტი, შეწყვიტოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდგომ/სხვა გვერდებზე გადასვლა).
  2. თუ თავად მომხმარებელსა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“ -ს შორის არსებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, წინამდებარე პირობები ავტომატურად მოქმედებს კომპანიის სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა მომხმარებელმა მიიღოს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით
  3. პირად კაბინეტში რეგისტრაციით/სტუმრობით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“-ის მიერ გარკვეული პერიოდულობით, ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ მას.

 

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

  • როდესაც თქვენ სტუმრობთ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“-ის ვებგვერდს/პირად კაბინეტს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ავტორიზაციის შესახებ 
  • დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით პირად კანინეტში სესხის განაცხადის შევსებისას. მაგალითად, როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა). კომპანია კანონიერი ინტერესის დაცვის, მომსახურების გაწევის, მის მიმართ არსებული ვალდებულებების აღრიცხვის და შესრულების უზრუნველყოფის მიზნებისთვის დაამუშავებს თქვენს მონაცემებს (შეგროვება, შენახვა, შეყვანა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), კერძოდ: სახელი; გვარი; პირადობის მოწმობის ნომერი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; მისამართები (რეგისტრირებული, ფაქტიური); ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; სასესხო განაცხადები და სხვა ნებისმიერი კატეგორიის პერსონალური მონაცემი (შემდგომში “მონაცემი”), რომელსაც თქვენ მიაწვდით კომპანიას სასესხო განაცხადის შევსებით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ან სხვა ფორმით გახდა ცნობილი იგი კომპანიისთვის. ამასთან, ნებისმიერი ზემოაღნიშნული ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება როგორც თქვენი თანხმობა კომპანიის მიერ ამ მონაცემების დამუშავების თაობაზე.
  • დისტანციური არხების საშულებით სესხის განაცხადი შევსებისას ან/და სხვა ნებისმიერი მომსახურების მიღების მიზნით, თქვენ უნდა უზრუნველყოთ სწორი, განახლებული და უტყუარი ინფორმაციის მoწოდება;

კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნობრიობას წარმოადგენს: 

  • მომსახურების სრული და ჯეროვნი განხორციელება
  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის გამოსავლენადან/დაპრევენციისთვის
  • მარკეტინგული მიზანი, რაც გულისხმობს, გამსესხებლის მიერ სხვადასხვა პროდუქტების/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას
  • ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ინფორმაციის აუდიტორული კომპანიების, პოტენციური ცესიონერის ან ცედენტის,მარეგულირებლის, მაკონტროლებლის ან სხვა ზედამხედველი ორგანოსათვის ხელმისაწვდომობისთვის
  • მომსახურების გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის, რა დროსაც კომპანია ახორციელებს თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და სხვა;

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.

 

ვის შეიძლება გადავცემთ ვებგვერდიდან/ პირადი კაბინეტიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“-მა შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

განგიმარტავთ, რომ პერსონალური მონაცემების და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, (ა) რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო და (ბ) რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.

 

უსაფრთხოების ზომები

კომპანიამ უზრუნველყოფს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაციას, იმისათვის, რომ ვებგვერდის/პირადი კაბინეტის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

 

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.

ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან. 

 

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით? 

მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით კომპანიისთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ კომპანიასთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

 

როგორ ვეპყრობით 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას?

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“-ი არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. 

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ

თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ

დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით: 

[email protected] ; 0 322 300 300