სვის კაპიტალმა, როგორც ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსის მხარდამჭერმა, 1000 ლარიანი ფულადი პრიზით დააჯილდოვა კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის „ახალგაზრდა ფინანსიტების“ ავტორები, შმაგი ბურდული და ბექა ბურდული.
ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუს“ ინიციატივით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის, 12 აგვისტოს აღსანიშნავად გაიმართა. მასში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ. 20 აგვისტოს, კონკურსის ფინალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. შეხვედრაზე კონკურსის სამი გამარჯვებული პროექტის ავტორებს ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სვის კაპიტალის უკვე ტრადიციული თანამშრომლობა ეროვნულ ბანკსა და ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუსთან“ მიზნად ისახავს ფინანსური განათლების გავრცელების ხელშეწყობას.