რომელი ქვეყნებიდან შემიძლია მივიღო ან გავგზავნო თანხა?
თანხის მომენტალურად გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია აშშ-დან, რუსეთის ფედერაციიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წერტილიდან.
რომელი ქვეყნებიდან შემიძლია მივიღო ან გავგზავნო თანხა?
თანხის მომენტალურად გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია აშშ-დან, რუსეთის ფედერაციიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წერტილიდან.
შემიძლია მიღებული უცხო ვალუტის სვის კაპიტალში კონვერტაცია?
სვის კაპიტალში საუკეთესო გაცვლითი კურსით ისარგებლებთ. დღევანდელი კურსის სანახავად მიყევით ბმულს.
რომელ ფილიალებში შემიძლია ფულადი გზავნილის სერვისით სარგებლობა?
ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობისთვის ზუსტი მისამართების სანახავად, მიყევით ბმულს.
ფულადი გზავნილებით სარგებლობა ფასიანია?
თანხის გაგზავნა ფასიანია, ხოლო ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება თანხის მიმღებისთვის უფასოა.
მიიღება თუ არა დაზიანებული უცხოური ბანკნოტები?
დაზიანებული უცხოური ბანკნოტები არ მიიღება.
საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა საჭიროა?
დიახ, მომსახურების მისაღებად, საჭიროა თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
შემიძლია, ვისარგებლო სპეციალური კურსით?
დიახ. სპეციალური კურსის შესახებ ინფორმაციისთვის, გვეწვიეთ სვის კაპიტალის ფილიალებში ან დარეკეთ ცხელ ხაზზე (032) 2 300 300.
რომელი უცხოური ვალუტების კონვერტაციაა ხელმისაწვდომი?
შესაძლებელია აშშ დოლარის, ევროს, ბრიტანული ფუნტისა და რუსული რუბლის კონვერტაცია.
რომელ ფილიალებში შემიძლია ვალუტის გაცვლის მომსახურებით სარგებლობა?
ვალუტის კონვერტაციის მომსახურების მისაღებად ეწვიეთ სვის კაპიტალის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებს.ზუსტი მისამართები იხილეთ ბმულზე.
როგორ დავფარო ოქროს სალომბარდზე სესხის გადასახადი დისტანციურად?
ოქროს სალომბარდე სესხზე დისტანციური გადახდები წარმოებს თიბისი ფეის ტერმინალების, მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის tbcpay.ge საშუალებით. დეტალური ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს: დისტანციური გადახდა.
შემიძლია კერძო იპოთეკარის მიმართ არსებული ვალდებულების სვის კაპიტალში გადმოტანა?
დიახ, სვის კაპიტალის იპოთეკური სესხით შეძლებთ როგორც კერძო იპოთეკარის, ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებული ვალდებულებების გადაფარვას.
მაქსიმუმ რა თანხის მიღება შემიძლია?
შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენი უძრავი ქონების ღირებულების 85%-მდე თანხა.
ავტომობილის გადაფორმება აუცილებელია?
არა, ავტომობილი რჩება თქვენს სახელზე.
სად მდებარეობს სვის კაპიტალი?
სვის კაპიტალის ფილიალი თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია. ფილიალის მისამართები >იხილეთ აქ<.
რა არის საჭირო სასურველი ავტომობილის შესაძენად?
რა არის ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხი არის სვის კაპიტალის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება, როგორც დამატებითი რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის ან სხვა ვალდებულებების გადასაფარად. სვის კაპიტალის ბიზნეს სესხი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით და სესხის გადახდა 3 თვის შემდეგ დაიწყოთ.
ვისზე გაიცემა ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხი გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. ბიზნეს საქმიანობის მინიმალური გამოცდილება შეადგენს 3 თვეს.
რა ვადაში შევძლებ თანხის მიღებას?
დამტკიცებულ თანხას მიიღებთ განაცხადის შემოტანიდან 1 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ სწრაფი ბიზნეს და აგრო სესხით, ან ბიზნეს სესხით ტაქსის მძღოლებისთვის, თანხის მიღებას განაცხადის შემოტანიდან 1 საათში შეძლებთ.
რა ვადით შემიძლია ბიზნეს სესხის აღება?
სესხის აღება შეიძლება 2-დან 120 თვემდე ვადით, დამოკიდებულია სესხის მიზანზე და მოთხოვნილი თანხის მოცულობაზე.
როგორ ვფარავ სესხს?
სესხის დაფარვის დროს, ფარავთ პროცენტსაც და ძირსაც ერთდროულად. სესხის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხების შესაბამისად. ყოველთვიური გადასახადის გადახდა ხდება ჩვენს პარტნიორ ბანკში სვის კაპიტალის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.
რა დოკუმენტები მჭირდება სესხის მისაღებად?
თქვენ დაგჭირდებათ:
რატომ სვის კაპიტალის ოქროს ლომბარდი?
სვის კაპიტალის ოქროს ლომბარდი გთავაზობთ საუკეთესო პირობებს, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას! თქვენ შეძლებთ, სვის კაპიტალში მიიღოთ მაქსიმალური თანხა თქვენი ძვირფასეულობის უმაღლესი შეფასებით!
როგორ ვფარავ სესხს?
თავად ირჩევთ დაფარვის გრაფიკის ტიპს: ანუიტეტური (ფარავთ ძირს და პროცენტს ერთდროულად) ან მარტივი (ყოველთვიური გადასახადით იფარება მხოლოდ პროცენტი).
რომელ ქალაქებშია სვის კაპიტალის ოქროს ლომბარდი?
ამჟამად, ოქროს ლომბარდის სერვისს გთავაზობთ სვის კაპიტალის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები.
რის საფუძველზე გაიცემა იპოთეკური სესხი
იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით (საცხოვრებელი ბინა ან კომერციული ფართი), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იტვირთება ჩვენი კომპანიის იპოთეკით.
განიხილება მხოლოდ უძრავი ქონება რომელიც მდებარეობს თბილისსა და მის შემოგარენში, ან ბათუმში.
რა ვადით შემიძლია იპოთეკური სესხის აღება?
სესხის აღება შეიძლება 3 თვიდან 10 წლამდე ვადით
რა ვალუტაში გაიცემა თანხა?
თანხა გაიცემა ქართულ ლარში.
რა არის ავტო ლიზინგი?
პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, მიიღოთ თანხა სასურველი ავტომობილის შესაძენად, მისი ღირებულების 85%-მდე ოდენობით.
როგორია თანხის დაფარვის წესი?
გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით იფარება როგორც ძირითადი თანხა, ასევე დარიცხული სარგებელი.
რა დოკუმენტები მჭირდება სესხის ასაღებად?
თქვენ დაგჭირდებათ:
რა ვალუტაში გაიცემა სესხი?
სესხი გაიცემა ლარში.
როგორ მიმტკიცდება სესხი?
განაცხადის შევსებისა ჩვენი წარმომადგენელის მხრიდან შეფასების შემდეგ ხდება სესხის დამტკიცება, რომელიც წარმოადგენს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60%-ს. სრული პროცესი განაცხადის შევსებიდან, სესხის გაცემამდე არ აღემატება 1 დღეს!
რა არის ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?
ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა 100 000 ლარია.
მოითხოვება თუ არა თანამონაწილეობა?
დიახ, თქვენი მხრიდან თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მანქანის ღირებულების მინიმუმ 10%, ხოლო დანარჩენ 90% ვაფინანსებთ ჩვენ.
როდის შევძლებ თანხის აღებას?
განაცხადის შევსებიდან 20 წუთის განმავლობაში მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში კი განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე პროცედურას სჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.
რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?
ფინანსური ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია 6 წლამდე ვადით.
რატომ ვისარგებლო სვის კაპიტალის ამ შემოთავაზებით?
სვის კაპიტალი გთავაზობთ საუკეთესო პირობებს 100 000 ლარამდე თანხის მისაღებად. გვეწვიეთ, მიიღეთ სწრაფი, კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება და, რაც მთავარია, სასურველი თანხა 45 წუთში.
შემიძლია თუ არა სხვა კომპანიიდან პორტირება?
დიახ, პორტირება შესაძლებელია.
რა დროში შევძლებ თანხის მიღებას?
თანხის მიღების სრული პროცედურა არ აჭარბებს 45 წუთს.
რა ვადით შემიძლია, მივიღო თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით?
შეგიძლიათ, შეარჩიოთ სასურველი ვადა 72 თვემდე.
რა პირობებებს უნდა ვაკმაყოფილებდე თანხის მისაღებად?
უნდა იყოთ სულ მცირე 21 წლის, გქონდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი, მართვის მოწმობა და მანქანის ტექნიკური პასპორტი.
ავტომანქანა გამოშვებული უნდა იყოს 2000 წელს ან უფრო გვიან.