სვის კაპიტალის შესახებ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 27 ფილიალით საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანსა და მარნეულში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

ამჟამად, სვის კაპიტალი დაკომპლექტებულია 385 პროფესიონალით. არსებობის 12-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ შეძლო მომხმარებლისა და პარტნიორების ნდობის მოპოვება. დღეს სვის კაპიტალი ასოცირდება სწრაფ და ხარისხიან, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებულ მომსახურებასთან. 

Fitch Ratings-ის შეფასება და სვის კაპიტალის ობლიგაციები

2018 წელს მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას სტაბილური კომპანიის სტატუსი მიანიჭა. 2019 წლის მარტში, სვის კაპიტალმა წარმატებით გამოუშვა 10 მილიონი ლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც გამოშვების ფასის 100.00% ღირებულებით გაიყიდა.

მეტი ინფორმაცია:

 

  • 12
    წელი ბაზარზე
  • 27
    ფილიალი
  • 10
    ქალაქში
  • 385
    თანამშრომელი
  • 242500
    მომხმარებელი