სვის კაპიტალის ოქროს ლომბარდი თიბისი ფეის ტერმინალებში

ძვირფასო მომხმარებლებო, 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სვის კაპიტალმა ოქროს ლომბარდის მომხმარებლებისთვის გაააქტიურა დისტანციური საგადახდო სისტემა. 

კომპანია ოქროს ლომბარდის მომხმარებლებს მოუწოდებს, გადახდები აწარმოონ დისტანციურად, შემდეგი არხების საშუალებით: 

  • თიბისი Pay-ს  სწრაფი გადახდის ტერმინალები 

  • მობილური აპლიკაცია tbcpay mobile 

  • ვებგვერდი tbcpay.ge - ონლაინ გადახდისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/SwissCapitalTBCpay

 

თიბისი Pay-ს ტერმინალით გადახდის ინსტრუქცია: 

  1. ტერმინალზე აირჩიეთ კატეგორია "ბანკები/დაზღვევა/მიკროსაფინანსო", შემდეგ აირჩიეთ "მიკროსაფინანსო ორგანიზაციები" და ჩამონათვალში მოძებნეთ "სვის კაპიტალი - ოქროს ლომბარდი". ასევე შესაძლებელია, საძიებო ველში "რისი გადახდა გსურთ?" მიუთითოთ ქართული/ლათინური ასოებით სვის კაპიტალი. 

  2. სვის კაპიტალის არჩევის შემდეგ საჭიროა, გაიაროთ იდენტიფიკაცია პირადი ნომრის საშუალებით 

  3. იდენტიფიკაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას ოქროს სალომბარდე სესხ(ებ)ის მიმდინარე გადასახადის შესახებ (მხოლოდ პროცენტი). 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (032) 2 300 300

გისურვებთ ჯანმრთელობას!