სვის კაპიტალმა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩის 2 ნომერში ახალი ფილიალი გახსნა.
კომპანია გურჯაანის ფილიალის მომხმარებლებს აგრო და ბიზნეს სესხებს სპეციალური პირობებით სთავაზობს: 100 000 ლარამდე სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით და ნებისმიერი ტიპის უზრუნველყოფით იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, შესაძლებელია 11 თვემდე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, მომხმარებლის ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, გურჯაანში სვის კაპიტალის პროდუქტების სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი, რომელშიც აგრო და ბიზნეს სესხის გარდა შედის:
- ავტო სესხი 30 წუთში, 4 თვიანი საშეღავათო პერიოდით;
- ოქროს ლომბარდი, ოქროს უმაღლესი შეფასებით;
- ვალუტის გაცვლა საუკეთესო კურსით.
უახლოეს მომავალში, სვის კაპიტალი ფილიალების ქსელის გაფართოებასა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას გეგმავს. კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ახალი პორტალი my.swisscapital.ge, რომელიც მომხმარებელს ავტო სესხის ონლაინ დამტკიცების საშუალებას აძლევს.
შეგახსენებთ რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გურჯაანის ფილიალი კომპანიისთვის რიგით მე-20 ფილიალია.
სვის კაპიტალი - ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ!