სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AML ოფიცრის პოზიცია:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის/სქრინინგის პროცესის მონიტორინგი;
- მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების იდენტიფიკაცია/გამოვლენა და ანგარიშგება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
- ფინანსური მონიტორინგისთვის მიწოდებული ანგარიშგებების ჟურნალის წარმოება და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
- არსებული კანონებისა და რეგულაციებისთვის მუდმივი თვალყურის დევნება;
- სხვა დაკავშირებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
· სამუშაო განაკვეთი - არასტანდარტული:
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით:
10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე
ან
16:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.
მორიგეობა შაბათს ან კვირას 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.
· ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „უმცროსი AML ოფიცერი"