სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
- მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
- ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
- ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
- ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1200ლ-დან).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Sales Officer - ".