სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
- ავტომობილის ფოტოების და მონაცემების რეგისტრირება სამუშაო პროგრამაში;
- ავტომობილის შეფასებისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა და პროცესის სრულად მართვა შიდა ინსტრუქციის შესაბამისად;
- მომხმარებლის ან გაყიდვების ოფიცრის მოთხოვნით ავტომობილს მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
- ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვნა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
- ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
- ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
- ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- კეთილსინდისიერება;
- სისხარტე მუშაობაში;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
- ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად)
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ტიპი: ტექნიკური და საოფისე
- სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] .
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Technic Officer” - ".