სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
- ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
- ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
- მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
- სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
- ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
- ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
- ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
- საავტომობილო ბაზრის - ფასწარმოქმნის მექანიზმების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- გამართული მეტყველება;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- კვირის გარკვეულ დღეებში მორიგეობა მცოცავი გრაფიკის მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში კვირა დღეს მუშაობა სხვა დღეს დასვენების ხარჯზე;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი“.