ხშირად დასმული კითხვები

რა არის ბიზნეს სესხი?

ბიზნეს სესხი არის სვის კაპიტალის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება, როგორც დამატებითი რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის ან სხვა ვალდებულებების გადასაფარად. სვის კაპიტალის ბიზნეს სესხი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით და სესხის გადახდა 3 თვის შემდეგ დაიწყოთ. 

ვისზე გაიცემა ბიზნეს სესხი?

ბიზნეს სესხი გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. ბიზნეს საქმიანობის მინიმალური გამოცდილება შეადგენს 3 თვეს.

რა ვადაში შემიძლია ბიზნეს სესხის აღება?

განაცხადის შევსებიდან 1 დღეში.

რა ვადით შემიძლია ბიზნეს სესხი აღება?

სესხის აღება შეიძლება 2-დან 120 თვემდე ვადით, დამოკიდებულია სესხის მიზანზე და მოთხოვნილი თანხის მოცულობაზე.

როგორ ვფარავ სესხს?

სესხის დაფარვის დროს, ფარავთ პროცენტსაც და ძირსაც ერთდროულად. სესხის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხების შესაბამისად.  ყოველთვიური გადასახადის გადახდა ხდება  ჩვენს  პარტნიორ ბანკში სვის კაპიტალის  საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.

რა დოკუმენტები მჭირდება სესხის მისაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა
  • შ.პ.ს. შემთხვევაში - პარტნიორთა კრების ოქმი
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი (მაგ: მესაკუთრემ მიიღო ქონება მემკვიდრეობით/ჩუქებით/ნასყიდობით, წარმოსადგენია აღნიშნული დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა/ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულება. თან არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ზემოაღნიშნული დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოხმობა).

რა არის თამასუქი?

თამასუქი არის ფასიანი ქაღალდი (დოკუმენტი), რომლის ძალითაც მისი გამცემი კისრულობს უპირობო ვალდებულებას, გადაიხადოს თამასუქში აღნიშნული თანხა, მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად. 

რომელ ვალუტაში შემიძლია თანხის შემოტანა?

ლარში, დოლარსა და ევროში. 

როდის შემიძლია თანხის გატანა?

თანხის გატანას შეძლებთ თამასუქის ვადის დასრულებისთანავე.

რა პერიოდულობით მერიცხება სარგებელი?

თავად ირჩევთ სარგებლის დარიცხვის პერიოდულობას - ყოველთვიურად, კვარტალურად თუ წლიურად. 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თამასუქის მფლობელი?

თამასუქის მფლობელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და მინიმალური შენატანი უნდა შეადგენდეს 100 000 ლარს ანდ მის ექვივალენტს აშშ დოლარსა ან ევროში. 

რის საფუძველზე გაიცემა იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით (საცხოვრებელი ბინა ან კომერციული ფართი), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იტვირთება ჩვენი კომპანიის იპოთეკით.

განიხილება მხოლოდ უძრავი ქონება რომელიც მდებარეობს თბილისსა და მის შემოგარენში, ან ბათუმში.

რა ვადით შემიძლია იპოთეკური სესხის აღება?

სესხის აღება შეიძლება 3 თვიდან 10 წლამდე ვადით

რა ვალუტაში გაიცემა სესხი?

სესხი გაიცემა ქართულ ლარში. 

რა არის ავტო ლიზინგი?

გსურთ მანქანის შეძენა და არ გაქვთ საჭირო თანხა? Swiss Capital-ის ავტოლიზინგის მეშვეობით ჩვენ დაგიფინანსებთ მანქანის ღირებულების 90% სასურველი მანქანის შესაძენად.

როგორ ვფარავ სესხს?

სესხის დაფარვის დროს, ფარავთ პროცენტსაც და ძირსაც ერთდროულად. სესხის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხების შესაბამისად.  ყოველთვიური გადასახადის გადახდა ხდება  ჩვენს  პარტნიორ ბანკში სვისს კაპიტალის  საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.

რა დოკუმენტები მჭირდება სესხის ასაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მსესხებლის/მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი (მაგ: მესაკუთრემ მიიღო ქონება მემკვიდრეობით/ჩუქებით/ნასყიდობით, წარმოსადგენია აღნიშნული დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა/ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულება. თან არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ზემოაღნიშნული დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოხმობა.

რა ვალუტაში გაიცემა სესხი?

სესხი გაიცემა ქართულ ლარში. 

როგორ მიმტკიცდება სესხი?

განაცხადის შევსებისა ჩვენი წარმომადგენელის მხრიდან შეფასების შემდეგ ხდება სესხის დამტკიცება, რომელიც წარმოადგენს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60%-ს. სრული პროცესი განაცხადის შევსებიდან, სესხის გაცემამდე არ აღემატება 1 დღეს!

მაქსიმუმ რამდენს დამიფინანსებთ?

ჩვენ არ გვაქვს მანქანის ღირებულების ზედა ზღვარი, შესაბამისად, შეგიძლიათ ნებისმიერი ღირებულების ავტომობილის შეძენა.

მოითხოვება თუ არა თანამონაწილეობა?

დიახ, თქვენი მხრიდან თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მანქანის ღირებულების მინიმუმ 20%, ხოლო დანარჩენ 80% ვაფინანსებთ ჩვენ.

როდის შევძლებ თანხის აღებას?

განაცხადის შევსებიდან 20 წუთის განმავლობაში მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში კი  განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე პროცედურას სჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.

რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

სესხის აღება შესაძლებელია 6 წლამდე ვადით.

მანქანის გადმოფორმება აუცილებელია?

არა, მანქანა რჩება თქვენს მფლობელობაში, კომპანიის მხრიდან კი იტვირთება მხოლოდ გირავნობით

მანქანის დაზღვევა აუცილებელია?

ჩვენთან მანქანის დაზღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ მისი ღირებულება აღემატება 7500 დოლარს ან 16000 ლარს.

შემიძლია თუ არა სხვა კომპანიიდან სესხის გადმოტანა?

დიახ, რეფინანსირება შესაძლებელია.

მექნება თუ არა დამატებითი ხარჯები, გარდა პროცენტისა?

ერთადერთი დამატებითი ხარჯი რისი გადახდაც მოგიწევთ იქნება გირავნობის ხარჯი, რომელიც შეგიძლიათ გადაანაწილოთ სესხის სრულ პერიოდზე ან შეგიძლიათ თავიდანვე გადაიხადოთ. გირავნობა არის ერთადერთი დამატებითი ხარჯი, ჩვენ არ გვაქვს ფარული გადასახადები! სვის კაპიტალი თქვენს კომფორტზეც ზრუნავს, ამიტომაც ერთი ფანჯრის პრინციპით ოპერირებს და სრული პროცედურა სესხის აპლიკაციის შევსებიდან, ფულის ხელზე აღების ჩათვლით ჩვენი ფილიალიდან გაუსვლელად მიმდინარეობს.

როდის შევძლებ თანხის აღებას?

განაცხადის შევსებიდან 20 წუთის განმავლობაში მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში კი  განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე პროცედურას სჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.განაცხადის შევსებიდან 20 წუთში მიიღებთ ჩვენს პასუხს. თანხმობის შემთხვევაში, განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე პროცედურა არ აჭარბებს 1 საათს.

რა ვადით შემიძლია ავტო სესხის აღება?

სესხის აღება შესაძლებელია სამ წლამდე ვადით.

რა პირობებებს უნდა ვაკმაყოფილებდე სესხის ასაღებად?

უნდა იყოთ სულ მცირე 21 წლის, გქონდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი და მანქანის ტექნიკური პასპორტი.

ავტომანქანა უნდა იყოს ფიზიკური პირის მფლობელობაში.

ავტომანქანა  წლოვანება არ უნდა იყოს 1995 წელზე ქვევით.