Fitch-ის რეიტინგი

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი“ სტაბილურ კომპანიად შეაფასა

fitch

მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეაფასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მას სტაბილური კომპანიის (Outlook Stable) სტატუსი მიანიჭა.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებული შეფასება, სვის კაპიტალის მდგრად და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

სვის კაპიტალი საქართველოს მიკროსაფინანსო სფეროში არსებულ რისკებსა და გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება. იგი მაღალი კონკურენციის პირობებში სტაბილურად განაგრძობს წარმატებულ და ზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობას.

იხილეთ სრული ანგარიში საიტზე FitchRatings.com

ანგარიშში აღინიშნა, რომ 2014-2017 წლებში კომპანიამ წარმატებით უზრუნველყო ინტენსიური ზრდა, რაც ამჟამადაც გრძელდება.

გარდა ამისა, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ სვის კაპიტალის საკრედიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 84%, უზრუნველყოფილია.

კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სვის კაპიტალის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მოზიდული სახსრების დივერსიფიკაცია. ამ თვალსაზრისით, მინიჭებული სარეიტინგო ქულა კომპანიას ქართული ბიზნეს რეალობისთვის იშვიათ შესაძლებლობას აძლევს, რაც კორპორატიული ობლიგაციების ემისიაში გამოიხატება. ობლიგაციების ემისიის მეშეობით სვის კაპიტალი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან პროცესში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ზოგადად, Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ სვის კაპიტალის საქმიანობა არის გამჭვირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია, ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს კომპანიის პოტენციალსა და სტაბილურობაში.

Fitch Ratings არის 104 წლიანი ისტორიის მქონე, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის.

მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.

სვის კაპიტალი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს და, დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია წარმოდგენილია 17 მომსახურების ცენტრითა და 300-მდე თანამშრომლით საქართველოს 8 დიდ ქალაქში.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით

ლევან ფანჩულიძე ფინანსური დირექტორი levan.panchulidze@swisscapital.ge