კარიერა ვაკანსიები IT მხარდაჭერის სპეციალისტი

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის  თანამდებობაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • თანამშრომლების დისტანციური მხარდაჭერა
  •  პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • IP ტელეფონების კონფიგურირება;
  • რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

     

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 10 სრულყოფილი ცოდნა;
  • IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია CompTIA A+ სერტიფიკატი

 

სხვა მოთხოვნები:

·        რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;

·        დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

·        სისხარტე მუშაობაში;

·        პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

·        ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

·        ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

·        სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;

·        გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

·        ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „IT Specialist".