სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო-დათვალიერების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის დათვალიერება და შეფასება მისი მდგომარეობის, ასაკის, კომპლექტაციისა და გარბენის გათვალისწინებით; ფოტოების გადაღება;
- ძარის დათვალიერება მასზე აშკარა და ფარული დაზიანებების აღმოჩენის მიზნით;
- ავტომობილის დათვალიერების საფუძველზე პირველადი შეფასების გაკეთება;
- საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზაცია და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო პროფესიული/უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
- საავტომობილო ბაზრის - ფასწარმოქმნის მექანიზმების ცოდნა;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- მართვის მოწმობა.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-დათვალიერების სპეციალისტი".