სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას პითონის დეველოპერის (Python Web Developer) პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვებ-პროექტების განვითარების პროცესში და იმუშაონ გამოცდილ ჯგუფთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პითონის (Python) ენის საფუძვლიანი ცოდნა და პროგრამების გამოცდილება;
- Django/Django REST ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
- გამოცდილება HTML5, CSS3, JavaScript and jQuery;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (PostgreSQL, mssql);
- მიკროსერვისებისა ტექნოლოგიების ცოდნა;
- Unit ტესტირების გამოცდილება;
სხვა მოთხოვნები:
- შედეგებზე ორიენტირებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სრულყოფილი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების ან მათემატიკის განხრით ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ,,პითონის დეველოპერი".