სვის კაპიტალმა ოქროს ბრენდი 2015-ის ტიტული მოიპოვა

2016 წლის 22 აპრილს, ჩატარდა საქართველოს სავაჭრო პალატისა და კომპანია Global Idea-ს მიერ ორგანიზებული დაჯილდოება Golden Brand 2015, სადაც სვის კაპიტალი საუკეთესო მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დასახელდა. კომპანიას სპეციალური ჯილდო - ოქროს ბრენდის ქანდაკება და სერტიფიკატები გადაეცა. ასევე, სვის კაპიტალმა გამარჯვებულის სტატუსი ავტოლიზინგის ნომინაციაშიც დაიმსახურა. 

ოქროს ბრენდის ქანდაკება და სერტიფიკატი სვის კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ პაატა დაიაურს, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ გვასალიამ გადასცა. 


 

სვის კაპიტალის მომხმარებელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 14 ფილიალი და კომპანიის 160 თანამშრომელი ემსახურება. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ სწრაფი, მაღალი ხარისხის და კომფორტული სერვისი. გამჭვირვალობა, სანდოობა და ხარისხი ჩვენი გუნდის კონკურენტული უპირატესობაა.